ახალი ამბები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

24 იანვარი, 2014 • • 822
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას პერიოდულად ეწეოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან, ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 5 პისტოლეტი,  და 3 ვაზნა ამოიღეს.

“ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 4 ერთეული გლოკის სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარული წესით დამზადებული ავტომატური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 3 საბრძოლო ვაზნა,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც 3-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი