ახალი ამბები

თბილისში დასარგავად მერია ყიდულობს ევროპული მუხის 302 ნერგს

26 ივნისი, 2018 • 3233
თბილისში დასარგავად მერია ყიდულობს ევროპული მუხის 302 ნერგს

თბილისის მერია მუხიანის დასახლებაში 302 ძირს ევროპული მუხის (Quercus robur) ხეს რგავს. ხეების დასარგავად, მერიას 137 901 ლარი აქვს გამოყოფილი.

ხეების დასარგავად და მოსავლელად ტენდერი უკვე გამოაცხადა და ამჟამად გამარჯვებულის შესარჩევად მიმდინარეობს მუშაობა. მერიის ცნობით, ევროპული მუხის ხეები შემოდგომაზე დაირგვება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ცნობით, ყველა ხე მუხიანში დაირგვება. 127 ხე გობრონიძის ქუჩაზე, დუმბაძის ქუჩაზე – 100, ნონეშვილის ქუჩაზე –73 ხე.

ტენდერში მარტო ერთი კომპანია “მწვანე სამყარო” მონაწილეობს. “მწვანე სამყაროს” 10%-ს ფლობს ხაურეს ფერამ ფერერ მარტინეზი, ხოლო 90%–ს ხოსე საიზ გომეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი