ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მიემგზავრება

23 იანვარი, 2014 • • 918
საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მიემგზავრება

სესიაზე პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტების არჩევნები გაიმართება და შედგება თავისუფალი დებატები.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სესიაზე საგანგებო დებატების გამართვაც იგეგმება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას ბიურო მომავალ ორშაბათს მიიღებს.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, თინათინ ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავას შემადგენლობით, მონაწილეობას მიიღებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიების, კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობის პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი