ახალი ამბები

პარლამენტმა GPB-ის მეურვეობის კანდიდატებიდან ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა მხარი

23 იანვარი, 2014 • • 1045
პარლამენტმა GPB-ის მეურვეობის კანდიდატებიდან ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული გენო გელაძის კანდიდატურა 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩააგდო. 

პარლამენტი
პარლამენტი

 

პარლამენტმა მხარი არც საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ნინია კაკაბაძის კანდიდატურა 44 ხმით 45-ის წინააღმდეგ ჩავარდა. 

 

უმცირესობა დღევანდელი დღის წესრიგში ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის შეტანასაც მოითხოვდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წარმოდგენისას “მაუწყებლის შესახებ” კანონით დადგენილი წესები დაირღვა, რის გამოც უმცირესობას ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურისთვის კენჭისყრაზე უარი უთხრა.

 

“წინასწარი ინფორმაციის ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, დარღვეულია კანონის მთელი რიგი პუნქტები, ვადებიც, პუნქტებიც და მათ შორის წარმომდგენ სუბიექტებშიც სერიოზული პრობლემებია,”-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი