მოჰამედ სალაჰმა სანაკრებო საფეხბურთო კარიერა შესაძლოა დაასრულოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რამზან კადიროვთან გამართული შეხვედრები და გადაღებული ფოტოებია – ინფორმაციას ამის თაობაზე CNN ავრცელებს ფეხბურთელის ახლობელ წყაროზე დაყრდნობით.
ეგვიპტის ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ორი მატჩი წააგო და ჯგუფში ჩარჩა. სალაჰისა და კადიროვის სურათები კი, CNN-ის ცნობით, მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა გახდა. კადიროვმა სალაჰს ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
CNN-ის წყაროს ცნობით, მომხდარის გამო სალაჰი უკმაყოფილოა და ამ ყველაფრის ადრესატად განიხილავს ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციას.
“ლივერპულის ვარსკვლავს არ სურს, რომ ფეხბურთის გარდა სხვა პროცესებში იყოს ჩართული, ან ვინმეს პოლიტიკური იმიჯისთვის იყოს გამოყენებული”, – წერს CNN წყაროზე დაყრნდობით.