ნეტგაზეთი | მექსიკის გუნდის მოგების შემდეგ მხარდამჭერებმა ორი ხელოვნური “მიწისძვრა” გამოიწვიეს მექსიკის გუნდის მოგების შემდეგ მხარდამჭერებმა ორი ხელოვნური “მიწისძვრა” გამოიწვიეს – Netgazeti
RU | GE  

მექსიკის გუნდის მოგების შემდეგ მხარდამჭერებმა ორი ხელოვნური “მიწისძვრა” გამოიწვიეს

მეხიკოში შეკრებილმა გულშემატკივრებმა, რომლებიც გერმანია-მექსიკის საფეხბურთო მატჩს უყურებდნენ, გუნდის მოგების შემდეგ ორი ხელოვნური მიწისძვრა გამოიწვიეს. გახარებული გულშემატკივრები ზეიმის დროს ისეთი სიმძლავრით ხტუნაობდნენ, სეისმურმა სენსორებმა “ჩათვალეს”, რომ მიწისძვრა მოხდა.

გეოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, სენსორებმა სეისმური ტალღები მეხიკოს ორ წერტილში თამაშის 35-ე წუთზე დააფიქსირეს. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ნაკრების მოთამაშე ჰირვინგ ლოცანომ მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა.

გულშემატკივრები მატჩის საყურებლად მეხიკოს ცენტრში, “თავისუფლების ანგელოზის” ქანდაკებასთან შეიკრიბნენ. იმის შემდეგ კი, რაც მექსიკამ გერმანიას 1:0 მოუგო, მათ ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “ლამაზი პატარა ცა” იმღერეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან