80 წლის განმავლობაში პირველად ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთია.

ფიფას მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მსაჯების ჩამონათვალში არცერთი ბრიტანელი არბიტრი ფიგურირებს.

Skysports-ის ცნობით, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთადერთი ბრიტანელი არბიტრის, მარკ კლატენბურგის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მან ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი, იგივე პრემიერ-ლიგა, თებერვალში დატოვა და სამუშაოდ საუდის არაბეთში გადავიდა.

1938 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი არბიტრის გარეშე ჩაივლის.