ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რუსეთისაგან ზეწოლას არ გამოვრიცხავ, თუმცა რისკები მინიმალურია

23 იანვარი, 2014 • • 1037
ღარიბაშვილი: რუსეთისაგან ზეწოლას არ გამოვრიცხავ, თუმცა რისკები მინიმალურია

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში

“მე ამას [ზეწოლას] არ გამოვრიცხავ. თუნდაც ამ წლის განმავლობაში ჩვენ აღმოვჩნდით პროვოკაციების პირისპირ იგივე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩვენ კიდევ ველოდებით პროვოკაციებს, ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ ზეწოლა არ იქნება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდბეული რუსეთზე, ამიტომ რისკები მინიმალურია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და უკრაინაში მიმდინარე მისი თქმით, “დრამატული მოვლენები” შეაფასა:

“უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ვიმოდვნებთ, რომ პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ოპოზიცია გამოძებნიან გზას, რომ შეთანხმდნენ. ჩვენ ვგმობთ ძალადობას. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები დაიღუპნენ. ჩვენი ძლაიან შეშფოთებულები ვართ უკრიანაში განვითარებული მოვლენებით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კონტექტსში საქართველოს და უკრაინის შემთხვევები ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავდება:

“საქართველო ისე არ არის დამოკიდებული რუსეთზე, ამიტომ ეს სრულიად სხვა ისტორიებია. ჩვენ ასოცირების შეთანხმების პარაფირება ორი თვის წინ განვახორციელეთ. ევროინტეგრაცია, ჩვენი ხელისუფლების არჩევანია და ეს საქართველოს მოსახლეობის მიერ არის მხარდაჭერილი. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი