ახალი ამბები

დიმიტროვი რუსეთის მიერ საზღვრის 11 კმ-ით გადმოწევაზე

23 იანვარი, 2014 • • 1183
დიმიტროვი რუსეთის მიერ საზღვრის 11 კმ-ით გადმოწევაზე

რუსეთის მიერ საზღვრის 11 კმ-ით გადმოწევას რამდენიმე დღის წინ ოფიციალური განცხადებით საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო” 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნით რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 11 კილომეტრით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოიწევა.

 

“საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის შექმნა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წარმოადგენს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი