ახალი ამბები

ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში საინვესტიციო ბაზრის შესასწავლად იმყოფებიან

23 იანვარი, 2014 • • 1315
ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში საინვესტიციო ბაზრის შესასწავლად იმყოფებიან

როგორც ფონდში აცხადებენ, ფონდის ხელმძღვანელობამ სტუმრებს გააცნო ფონდის მისია, მუშაობის პრინციპები და პრიორიტეტული სექტორები.

 

„ჩვენი ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის, წარმოების და ინფრასტრუქტურის გარდა არის ასევე ენერგეტიკა. ამ სფეროში ჩვენ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მათ შორისაა 210-მეგავატიანი ნენსკრას, 270-მეგავატიანი ონის და ასევე 230-მეგავატიანი გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტები,“ – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.

 

როგორც ფლორიან კნეიდინგერი ამბობს,  მათი ინტერესის სფერო განახლებადი ენერგიებია. 

 

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ განვახორციელოთ 10-30 მეგავატიანი ჰიდროენერგოპროექტები და ამ მიზნით ვიმყოფებით საქართველოში, რათა ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და მისი შესაძლებლობები,“-  განაცხადა კნეიდინგერმა და  თქვა, „რომ მათთვის საქართველო საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა.“

 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ავტრიელი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ PRESSBURG PARTNERS-ს, ავსტრიულ მსხვილ კომპანიას, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში  და კონსულტაციებს უწევს ინვესტორებს. კომპანია ახორციელებს პროექტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: რუმინეთში, ესპანეთსა და სლოვაკეთში.

 

სააქციო საზოგადოება (JSC) საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი