შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს იმ საკითხების თაობაზე, რაზეც ისინი პრეზიდენტთან აპირებენ საუბარს.
“ჩვენ ვისაუბრებთ მის ხედვებზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რაც ეხება ევროპასთან დაახლოებას. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას აქტიური როლი ჰქონდეს და ეს მას კონსტიტუციითაც ევალება. საუბარი ასევე შეეხება სასამართლოს რეფორმას, სწორედ მას აქვს უფლებამოსილება, რომ წარადგინოს კანდიდატი იუსტიიცის უმაღლეს საბჭოში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა, “საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, ამ შეხვედრაზე მოხდება NGO-ების საქმიანობის გაცნობა. მისივე თქმით, საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რაც არის კონსტიტუციით პრეზიდენტის კომპეტენცია.
“პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებაში, გავლენას ახდენს სასკანონმებლო საქმიანობაზე, რადგან ვეტოს უფლება აქვს და ჩვენ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ კანონზე მან ვეტო დაადოს”, – განაცხადა კოჟორიძემ.




