გავრცელებული ინფორმაციითვე, აქტივისტები დაახლოებით, დილის 4 საათზე “ბერკუტის” თანამშრომლებმა ავტომაიდანზე დააკავეს, მაშინ, როდესაც ისინი #17 საავადმყოფოსთან პატრულირებდნენ. ამავე ტერიტორიაზე დაზიანებულია აქტივისტების ავტომობილები.
გვიან ღამით დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
23 იანვრის ღამემ უკრაინის დედაქალაქში ევრომაიდნის შტურმის გარეშე, თუმცა “ბერკუტის” გარემოცვაში ჩაიარა. მთელი ღამის განმავლობაში მაიდანზე ასეულობით მოქალაქე იმყოფებოდა.
ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეები ახალ ბარიკადებს აგებენ. აქციის მონაწილეები უსაფრთხოების მიზნით ძირითადად ჯგუფებად მოძრაობენ.





