ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა რაუნდი თბილისში ხვალ გაიმართება

22 იანვარი, 2014 •
ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა რაუნდი თბილისში ხვალ გაიმართება

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის (Association Agenda) მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადებისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

 

“ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტიზაციის საშუალებას და პერიოდულად განახლებადი დოკუმენტია, რომელიც ჩაანაცვლებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო- ევროკავშირის სამოქმედო გეგმას,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

 

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვნელობს, ევროკავშირის მხრიდან კი -ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი დირკ შუბელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი