
აქციის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლების მიერ კიევში მომიტინგეებზე ძალის გამოყენებას აპროტესტებენ და მიმდინარე პროცესების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
“უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავიანთ ევროპულ არჩევანში გული უნდა გავუმაგროთ. სასწრაფოდ უნდა დასხდნენ და მშვიდობიანად გადაწყვიტონ ყველა საკითხი, რათა შეჩერდეს ის კომუნისტური დინება, რაც მოდის პუტინისგან და პრეზიდენტ იანუკოვიჩის სახით უკვე სახეზეა,”- ამბობს აქციაზე მყოფი პოეტი დავით დეფი გოგიბედაშვილი.
აქციაზე იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. გიორგი ბარამიძის თქმით, მოცემულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.
“მე არ ვამბობ, რომ რაიმე ძალიან რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო და იმის გამომხატველი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი საერთო მტრის მოქმედებებიდან გამომდინარე. რომ არა რუსეთის ფაქტორი, დღეს ეს ყველაფერი უკრაინაში არ მოხდებოდა,”- აცხადებს ბარამიძე.




აქციას შეუერთდა თბილისის დინამოს ფანკლუბი “გლადიატორები”:






