საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მაშველებმა 4 დღის წინ დაკარგული 32 წლის მამაკაცი ორმოდან ამოიყვანეს.
უწყების ცნობით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მუხლებამდე მიწაში იყო ჩაფლული და ამჟამად საავამდყოფოშია გადაყვანილი.
მაშველებმა მამაკაცი დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორმოში იპოვეს.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოქალაქისგან შემოვიდა, რომელმაც მამაკაცი შემთხვევით იპოვა.