“დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო.
ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას. გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.