ახალი ამბები

საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

22 იანვარი, 2014 • • 894
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

euronews-ის ცნობით ლორან ფაბიუსმა და ფრენკ–უოლტერ შტაინმეიერმა შეხვედრა სამშაბათს, 21 იანვარს გამართეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესის საკითხებზე პოზიციების განმტკიცებას ეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ ისინი ერთობლივ ვიზიტს რამდენიმე ქვეყანაში გეგმავენ, მათ შორის თავდაპირველად ვიზიტი საქართველოსა და მოლდოვაში შედგება. ქვეყნებში, რომლებმაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელი უკვე მოაწერეს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ ერთობლივი ვიზიტების განხორციელება, რათა ხაზი გავუსვათ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების ამბიციები და მომავალი ევროკავშირისთვის”, – განაცხადა ლორან ფაბიუსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი