ახალი ამბები

მაგთი აბონენტებს აფრთხილებს

22 იანვარი, 2014 •
მაგთი აბონენტებს აფრთხილებს

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავს შემთხვევებში ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე.

 

უსაფრთხოების დაცვის მიზნით კი, მაგთი აბონენტებს ურჩევს შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ:

 

  • არ გადავრეკოთ ჩვენთვის უცნობ ნომერზე;

  • არ მივაწოდოთ უცნობ პიროვნებებს პირადი ინფორმაცია;

  • არ მივიღოთ ბლუთუსით ინფორმაცია უცნობი გამომგზავნისგან;

  • არ ვანდოთ ტელეფონის აპარატი უცნობ პიროვნებას;

  • არ ვანდოთ უცხო პიროვნებას (მათ შორის ხელოსანს) საკუთარი სიმ–ბარათი;

  • არ დავეთანხმოთ არანაირ შემოთავაზებას, რომელიც მაგთისგან არ არის და მაგთის ნომერთან არის დაკავშირებული;

  • ნებისმიერი საეჭვო შემოთავაზება გადავამოწმოთ კომპანია მაგთიკომის ცხელ ხაზზე;

  •  

“მაგთიკომი მოგმართავთ თხოვნით: ნებისმიერი თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ კომპანია მაგთიკომის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებას,სპეციალური ფორმის შევსების  ან საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე მითითებული ნომრების საშუალებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი