დღეს, 21 ივნისს, სინოდის სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.
საპატრიარქოს ოქმის მიხედვით, კრებამ იმსჯელა და დაადგინა:
“შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.”
საპატრიარქო ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის ლეგალიზებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე იმსჯელა დღევანდელმა სინოდის კრებამ.


![სამჯერ დავაყენეთ [პოლიტიკური] პატიმრების გათავისუფლების საკითხი, არ მიეცა მსვლელობა- ანდრია ჯაღმაიძე](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2025/01/Untitled-design-35.jpg)





