დღეს, 21 ივნისს, სინოდის სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.

საპატრიარქოს ოქმის მიხედვით, კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

“შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.”

საპატრიარქო ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის ლეგალიზებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე იმსჯელა დღევანდელმა სინოდის კრებამ.

საპატრიარქო: მარიხუანის ლეგალიზება დაუშვებელია