ახალი ამბები

ხატიაშვილი: ფინანსური პოლიციის კადრის დანიშვნა მთავარ პროკურორად სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკის გაგრძელებაა

22 იანვარი, 2014 • • 1065
ხატიაშვილი: ფინანსური პოლიციის კადრის დანიშვნა მთავარ პროკურორად სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკის გაგრძელებაა

ხატიაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გასულ წლებში წინა ხელისუფლების პირობებში ახლად დანიშნული მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (ყოფილი ფინანსური პოლიცია).


“სამოქალაქო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ფინანსურ პოლიციაში ვიზიტის შემდეგ, თუ როგორ ნახულობდნენ საქართველოს მოქალაქეები კეთილ სიზმარს და როგორ ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს. ფინანსური პოლიციის კადრის დანიშვნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც  აწარმოებდა სააკაშვილის რეჟიმი სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში, რაც ნამდვილად არ ყოფილა საქართველოს  სამოქალაქო საზოგადოების ქართული ოცნება”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მას შემედგ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, მოხდა თბილისის  პრკურატურის შენობაში პროკურორ  ლევან  ბაჩიაშვილის მიერ ადვოკატ რომეო საჯაიაზე თავდასხმის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი:

 

“საქართველოს უახლესი ისტორია  მსგავს ფაქტს არ იცნობს. როგორც ყოველთვის ხდება, პროკურატურამ დამალა და არ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც აფიქსირებს ყველა დეტალს. ეს საგმირო საქმე მთავარი პროკურატურის  მაშინდელი საგამოძიებო  ნაწილის უფროსის და დღევანდელი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის გარეშე, რა თქმა უნდა, არ  გადაწყდებოდა. პარადოქსია, რომ  დღესდღეობით პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი მუშაობს თავის ადგილზე და ალბათ ემზადება სხვა ადვოკატზე თავდასხმისთვის. თუ გავითვალისწინებთ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებულ ლტოლვას კრიმინალური წარსულის მქონე პირების თანმდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს სავარაუდოდ  დააწინაურებენ”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შეკითხვით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს:

 

“ისმის კითხვა, რას უნდა ველოდოთ სამოქალაქო საზოგადოება? ქართული ოცნების ახდენას? ქართული ოცნება ხომ უკვე აიხდინეს ივანიშვილის მოყვანილმა წესიერმა  თანამდებობის პირებმა, რომლებიც გაღატაკებული ბიუჯეტის ფონზე 100 000 ლარიან ჯიპებზე გადაჯდნენ…


…უბრალოდ, მინდა ვკითხო ივანიშვილს, ამდენი ტყული როგორ იკადრა წინაასარჩევნოდ? თუ მისთვის ზურაბ ადეიშვილი იყო სანიმუშო ჩინოვნიკი, მისი გამოზრდილი კადრებით აპირებდა სახელმწიფოს მართვას და სამოქალაქო საზოგადოების ტერორს, რატომ მოგვატყუა სამოქალაქო საზოგადოება და არჩევნების წინ არ განგვიცხადა  ყოველივე ამის შესახებ? ქართველი ხალხის მოტყუება არავის არ შერჩენია, არ შერჩება არც   ივანიშვილს, იგი მიიღებს იმას, რაც მან დათესა. მსოფლიო ისტორიის გაკვეთილებს თუ გავითვალისწინებთ, ივანიშვილს სწორედ ადეიშვილის კადრები   აგებინებენ პასუხს ყვლაფერზე, რაც მან სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში  ჩაიდინა.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი