ახალი ამბები

დაძაბული ვითარება კიევში [Live]

22 იანვარი, 2014 • • 1217
დაძაბული ვითარება კიევში [Live]

 

უკრაინული სახლის შესასვლელთან, მიტინგის მონაწილეებს კიბეებზე ბარიკატები აქვთ აღმართული. ადგილზე შეკრებილია ასობით მოქალაქე, რომლებიც შენობაში შეღწევას ცდილობენ.  mignews-ის ინფორმაციით, ბარიკატების ზომა 2 მეტრს აღემატება.

 

ბიბისის რუსული სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ასეთი ვითარება უკვე ერთ საათზე მეტია გრძელდება. შენობაში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.  აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “გამოდით” და ფანჯრებს ქვებსა და ერთგვარ მცირე ზომის ასაფეთქებლებს ესვრიან. შენობიდან კი ყუმბარებით პასუხობენ.

 

ბიბისის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სამართალდამცავებს ხალხის მხარეს გადმოვიდნენ.  ისინი სკანდირებენ “კიევო, ადექი!” უკრაინული სახლი ჩაბნელებულია, შესასვლელთან მხოლოდ აქციის მონაწილეები მიმართული მცირე შუქი აღწევს.

 

შეგახსენებთ, რომ 25 იანვრის საღამოს შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. პარტია “ბატკივშინას” ლიდერს არსენ იაცენიუკს ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, ხოლო ვიტალი კლიჩკოს ვიცე პრემიერის თანამდებობა. იანუკოვიჩის შეთავაზება ასევე გულისხმობს, იმასაც, რომ ამნისტია შეეხოს ყველას ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. იანუკოვიჩი ასევე მზადაა შეცვალოს კონსტიტუცია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლისთვის.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კლიჩკოს და იაცენიუკს ნათელი პასუხი არ გაუციათ, იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა იანუკოვიჩის წინადადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი