ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა GPB-ის ბორდის წევრობის მე–3 კანდიდატს ასახელებს

22 იანვარი, 2014 • • 888
საპარლამენტო უმცირესობა GPB-ის ბორდის წევრობის მე–3 კანდიდატს ასახელებს

 

აქამდე უმცირესობას მხოლოდ 2 კანდიდატი ჰყავდა დასახელებული, ქეთი მსხილაძე და ნინია კაკბაძე. რატიანის თქმით, ისინი ბოლომდე იყენებენ თავის ქვოტას და სამივე კანდიდატს ასახელებენ. ბორდის წევრობის იმ კანდიდატების განმეორებითი კენჭისყრა, რომლებიც პარლამენტმა წინა სხდომაზე ჩააგდო, დღეს, 22 იანვარს უნდა გაიმართოს პარლამენტის სხდომაზე. 

 

პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა ბორდის წევრობის კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა ლელა გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კანდიდატმა გენო გელაძემ ვერ მიიღეს. 2013 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. 

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარლამენტმა მეურვეობის კანდიდატები საკონკურსო კომისიის მიერ მათი შერჩევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

 

მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

 

თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი

მასალების გადაბეჭდვის წესი