ახალი ამბები

ანონსი – 22 იანვარი

21 იანვარი, 2014 • • 993
ანონსი – 22 იანვარი

9:30 – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ადლიაში, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზას ესტუმრება. მინისტრი სამხედრო ნაწილში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა 72. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზა.

 

11:00 – სახალხო დამცველი შშმ პირთა გაეროს კონვენციის განხორციელების მონიტორინგის თემაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

11:00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტს იასინ ალიევს შეხვდება. მთავრობის კანცელარია, მე-5 სართული.

 

11:00 – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სტატუსის მინიჭება იწყება. ბრიფინგი გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს დებუტატი კოკი იონათამიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: საკრებულოში განვითარებული მოვლენები.

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუა სოჭის ოლიმპიადასთან და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 – ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და გამგებლებთან შეხვედრას გამართავს.

 

12:00 – ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება. შეხვედრის ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსი.

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში გარდაცვლილი ზურა ტარყაშვილის დედა და და – ეკა ტარყაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ თემა: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის გამოძების დეტალები.

 

13:00 – „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე ახალი მემარჯვენეების ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ახალი მემარჯვენეების” ინიციატივა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასთან დაკავშირებით. მისამართი: ირაკლი აბაშიძის #16, მეორე სართული (კაფე „კანაპესთან”)

 

13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

14:00 – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცენტრალურ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. საუბრის თემა 2013 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია. მისამართი: ონიაშვილის 37.

 

16:00 – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასა (ISET) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა №16, დასაწყისი – 16:00 სთ.

 

19:00 – გაგა ნახუცრიშვილის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. “მწერალთა სახლი”, მაჩაბლის 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი