ახალი ამბები

წიკლაური: ბადაშვილის პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა პირადად ფარცხალაძის მიერ მოხდა

21 იანვარი, 2014 • • 1125
წიკლაური: ბადაშვილის პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა პირადად ფარცხალაძის მიერ მოხდა

 

“ის არის დაახლოებული ფარცხალაძესთან. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა პირადად ფარცხალაძის მიერ მოხდა. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო საერთოდ არაფერ შუაში არ არის და ღიმილის მომგვრელი იყო ის წარდგინება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

 

ყველაზე მთავარი ტესტი ახალი პროკურორისათვის იქნება ის, თუ როგორ გამოიძიებს პოლიტიკურ საქმეებს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმეს და ასევე იმას, რაც უკავშირდება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას და არაფორმალურ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან”, – განაცხადა წიკლაურმა.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილი ოფიციალურად დანიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს მთავარობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი