ახალი ამბები

ბესელია გიორგი ბადაშვილს საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გამართლებას უსურვებს

21 იანვარი, 2014 • • 906
ბესელია გიორგი ბადაშვილს საზოგადოებაში არსებული მოლოდინების გამართლებას უსურვებს

“გვაქვს მაღალი სანდოობა ახალი მთავარი პროკურორის მიმართ და მინდა, პირელ რიგში, ვუსურვო, რომ ის ძალიან მაღალი მოლოდინი, რომელიც არსებობს დღეს პროკურტაურის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, მართლაც გამართლდება და ის ამ ურთულეს სამუშაოს თავს გაართმევს. კადრები ჰყავს პროკურატურას, შესაძლებელია გარკვეული განახლება, თუმცა ამ შემადგენლობით და ამ სიტუაციაში მას აქვს სრული ნდობა მთავრობის მეთაურის. ეს იყო სწორედ პრემიერ–მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი სამუშაო პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან წარმატებული იქნება შედეგების თვალსაზრისით”, – განაცხადა ბესელიამ.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილი ოფიციალურად დანიშნა. შესაბამისი განცხადება საქართველოს მთავარობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი