ახალი ამბები

მთავარი პროკურორობის კანდიდატი გიორგი ბადაშვილია (ფოტო)

21 იანვარი, 2014 •
მთავარი პროკურორობის კანდიდატი გიორგი ბადაშვილია (ფოტო)

“დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, „პროკურატურის შესახებ“ კანონის მე- 9 მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნად მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ამჟამინდელი უფროსის − გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. გიორგი ბადაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ, სხვადასხვა დროს − ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე; პროფესიით იურისტია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იკავებს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პოსტს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი