ახალი ამბები

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკვე 2 მომიტინგეა დაღუპული

22 იანვარი, 2014 • • 861
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკვე 2 მომიტინგეა დაღუპული

ამასთან, უკრაინის ოპოზიციის ინფორმაციით, დაღუპულია კიდევ ერთი მომიტინგე, 22 წლის აქტივისტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გრუშევსკოვოს ქუჩაზე, კიევის დინამოს კოლონადიდან გადმოვარდა.

 

უკრაინაში დღეიდან უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვისათვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ბერკუტმა ევრომაიდანზე აღმართული ბარიკადების დანგრევის პროცესი დილიდან დაიწყო, თუმცა თბილისის დროით 11:00 საათისთვის მომიტინგებმა კონტრშეტავა განახორციელეს და ბერკუტს უკან, ძველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი