როგორც ირკვევა, 2013 წლის 11 თვის განმავლობაში თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის 184 შემთხვევა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 43 შემთხვევით აღემატება.
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბინის ქურდობის ფაქტები, კერძოდ, 2013 წლის 11 თვეში თბილისში დაფიქსირდა ბინის ქურდობის 724 შემთხვევა და გაიხსნა მხოლოდ – 113. ხოლო 2012 წელს დაფიქსირებული 443 შემთხვევიდან გაიხსნა – 72.
გაზრდილია ავტოტრანსპორტის უკანონო დაუფლების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2013 წლის 11 თვეში დაფიქსირდა ასეთი 44 შემთხვევა (2012 წელს იყო 39 შემთხვევა), აქედან 5 მოხდა ყაჩაღობით, 5 – ძარცვით და 34 – ქურდობით.
ყველაზე მეტად, 4-ჯერ არის გაზდილი თბილისში ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი. კერძოდ, 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, ნარკოტიკული დანაშაულის 3384 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2012 წელს – 766.
დეტალურად თბილისში მომხდარი სხვა დანაშაულების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ეს დოკუნენტი:





