პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.







