ახალი ამბები

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, აჭარის ვიზიტორების სტატისტიკა იზრდება

21 იანვარი, 2014 • • 2210
ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, აჭარის ვიზიტორების სტატისტიკა იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების მონაცემების მიხედვით დათვალა. 2013 წლის იანვარ-დეკემბერში სასტუმროს მომსახურებით 393.617-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,68%-ითაა გაზრდილი.

 

დეპარტამენტის ცნობით, ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, როდესაც დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08% შეადგინა. მხოლოდ დეკემბერში აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915-მა ვიზიტორმა ისარგებლა.

 

აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან ჩამოვიდნენ.

 

2013 წელს სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობამ შეადგინა 10.955 ადგილი, რაც გასულ წელთან შედარებით 588 ადგილით მეტია. დეპარტამენტის ცნობით, გაზრდილია საკრუიზო გემების შემოსვლის რაოდენობაც, 2012 წელს ბათუმის პორტს 10 საკრუიზო გემი ესტუმრა და 3.632 ტურისტი შემოიყვანა, ხოლო 2013 წელს 16 გემი შემოვიდა და 5.162 ტურისტი შემოიყვანა.


მასალების გადაბეჭდვის წესი