გამოძიების ცნობით, დაკავებული ფერადჭავლური პრინტერისა და სპეციალური ლაქ-საღებავების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდა ყალბი ასლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ გასაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებში.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.