ახალი ამბები

კაციტაძე: ტელეანძის სანავიგაციო მანათობელიც გამორთულია

20 იანვარი, 2014 • • 1180
კაციტაძე: ტელეანძის სანავიგაციო მანათობელიც გამორთულია

კაციტაძე ამბობს, რომ მისთვის მიურებელია ის, რომ მერიის მიერ წარდგენილ თბილისის ბიუჯეტში უსახლკაროთა და გაჭირვებულთათვის მხოლოდ 300 ათასი ლარია გამყოფილი, ხოლო ტელეანძის განათებისთვის ნახევარი მილიონი ლარი. 

 

“29 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც  დედაქალაქის ბიუჯეტი ჩავარდა, თბილისის მერის მოადგილემ ბატონმა პეტრიაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ფუნიკულიორზე ტელეანძის განათების ციმციმებისთვის 500 000, ხოლო უსახლკაროთათავის 300 000 ლარი იქნა გამოყოფილი”,- ამბობს კაციტაძე. 

 

კაციტაძის თქმით, მერიას ანძის განათების პროტესტის ნიშნად გამორთვის ნაცვლად ურჩევნია იმ ნაკლოვანებეზე ეფიქრა, რომლებიც ბიუჯეტს ახლდა თან. მისი თქმით, სანამ ეს ნაკლოვანებები არ აღმოიფხვრება, თბილისი ბიუჯეტის გარეშე იქნება.

 

“იმისათვის, რომ დედაქალაქი ბიუჯეტის გარეშე დიდხანს არ დარჩეს,  აუციებელია, როგორც პრიორიტეტების წარმოჩენა, ასევე, საკრებულოს წინადადებების გათვალისწინება. ეს იქნება საკითხისადამი სოლიდური მიდგომა. აქვე დავუმატებ, რომ სატელევიზიო ანძას სანავიგაციო გამაფრთხილებელი სანათობლებიც გააჩნია, რომლის ჩაქრობით მერია რაიმე ხიფათს არ გადაეყაროს’’,–განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს საღამოს ტელეანძის განათება შეწყდა. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის არდამტკიცებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი