იაპონიის ნაკრების გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

იაპონიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ცემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიის ნაკრებს შეხვდა და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა სტადიონის ის სექტორები დაასუფთავეს, რომელიც იაპონიის გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი. მათ მატჩზე ნაგვის პარკები ჰქონდათ მიტანილი, სადაც სტადიონზე არსებული ნარჩენები მოათავსეს და უახლოეს ურნებთან დააწყვეს.