ახალი ამბები

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ტელეანძას განათება გამოერთო

20 იანვარი, 2014 • • 2555
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ტელეანძას განათება გამოერთო

ამის შესახებ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“ქალაქ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ არ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი. ეს იყო ყურით მოთრეული მიზეზები. მათ შორის იყო თბილისის ტელეანძის განათება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამით სურდათ მათ პრობლემების შექმნა მერიისთვის. სინამდვილეში პრობლემები შეუქმნეს ქალაქ თბილისის მოსახლეობას. ვინაიდან ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით შეიძლება შეჩრედეს ისეთი პროექტები, როგორიც არის სოციალური, ვაუჩერის, მათ შორის ბაღების, ქალაქის დასუფთავების დაფინანსება, ხიდების შეკეთება, გვირაბების და ასე შემდეგ” – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიამ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი: “იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, რაზეა საუბარი, ჩვენ გადავწყვიტეთ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და გამოვრთოთ ტელეანძის განათება და ვიდრე არ იქნება დამტკიცებული ბიუჯეტი, ეს თანხები არ წავა ანძის განათების შესაკეთებლად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხერხი, როცა სერვისების მიწოდებას წყვეტს ესა თუ ის ადმინისტრაციული ორგანო, მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში. ეს არის კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა.  ჩვენ შევეცადეთ აგვერჩია ისეთი თემა, რომელიც არ აისახება მოსახლეობის პირად ინტერესებზე, ეს მხოლოდ ქალაქის იერსახეზე მეტყველებს. თბილისის ტელეანძა წლების განმავლობაში იყო განათებული და მოვლილი თბილისის სიმბოლო. როგორც კი კონსულტაციებს დავამთავრებთ და ბიუჯეტი იქნება მიღებული, თუ იქნება მასში კეთილი ნება და გათვალისწინებული ეს თანხები, ტელეანძა კვლავ განათდება. ”       

მასალების გადაბეჭდვის წესი