საქართველოს პრეზიდენტმა ორმხირვ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი კულტურლ და ეკონომიკურ სფეროებში არსებულ თანამშრომლობას გაუსვა:
“მნიშვნელოვანია ის ტრანსნაციონლური პროექტები, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ. აზერბაიაჯნის, თურქეთისა და საქართველოს როლი ამ პროექტების განხორციელებაში რეალურად სცილდება ჩვენს რეგიონს და, ფაქტობრივად, მთელი ევრაზიული კონტინენტის საკუთრება ხდება ეს პროექტები, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. ერთამანეთის აქტიურად ჩართვით, უაღრესად ფაქიზად ვახერხებთ, როგორც ძეგლების შესწავლის, ასევე, მათი რესტავრაციის თვალსაზრისით…. უაღრესად ფაქიზად ჩვენ ვრთავთ მეცნიერებს ორივე მხრიდან და ვახერხებთ, რომ ორივემ გადავდგათ რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის მხარეს იმ ხუთი დელეგაციის სტუმრობისთვის, რომელიც შარშან აქ იმყოფებოდა და სწავლობდა იშხანის ტაძარს და ოშკს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის მხარეს მადლობა იმ მომავალი სამუშაოებისათვისაც გადაუხადა, რაც ამ მიმართულებით განხორციელდება.
“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თურქეთში. მოხარული ვარ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში შედგა. ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობის რამდენიმე საუკეთესო მაგალითი არსებობს: მხოლოდ პირადობის მოწმობების საშუალებით არის შესაძლებელი მიმოსვლა, ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ექსპულატაციას ბათუმის აეროპორტს. ასევე, ვმუშაობთ ერთი ფანჯრის პრინციპზე, რომელიც იმედია მალე ამოქმედებდა. რეგიონში სტაბილურობას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვისურვებდით მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მშიდობიანი გზით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზით”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.




