სასამართლომ ვაშაძე 50 ათასი ლარით გასული წლის დეკემბრის თვეში დააჯარიმა დაუსწრებლად, დეპუტატის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვაშაძის მხარემ გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სხდომაზე საპატიო მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, ეს მიზეზი სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და გადაწყვეტილება ვაშაძის დაჯარიმების თაობაზე გააუქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სასამართლო დავა გრძელდება და მას ისევ მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს. პრესსამსახური ცნობით, საქმე ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა და პირველი სხდომის თარიღი უცნობია.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. ჯოზეფ ქეი აპროტესტებს ვაშაძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას – დეპუტატმა ბიზნესმენს საერთაშორისო თაღლითი უწოდა.




