საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 იანვარის განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს გადაეცა 5206 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები ქედაში; 1049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში; ასევე – 2030 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – თიანეთში, სოფელ სიმონიანთხევში.
მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქომ 1 ლარად იყიდა 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა ფოთის ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე, ასევე – 77 კვ.მ მიწა და მასზე დამაგრებული შენობა ამავე ტერიტორიაზე.