ახალი ამბები

თბილისი-ბათუმის მატარებელში წყალს ბოთლით მხოლოდ ბიზნესკლასის მგზავრებს ურიგებენ

19 ივნისი, 2018 • 6864
თბილისი-ბათუმის მატარებელში წყალს ბოთლით მხოლოდ ბიზნესკლასის მგზავრებს ურიგებენ

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის ორსართულიან მატარებელში წყალს მხოლოდ ბიზნესკლასის მგზავრებს ურიგებს. “ნეტგაზეთს” რკინიგზნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ აუქციონის წესით კომპანიას შეარჩევდნენ, წყალს ბოთლით მატარებლის ყველა მგზავრს ურიგებდნენ.

მას შემდეგ, რაც კომპანია შეირჩა, რომელიც მატარებელში სხვა პროდუქტებთან ერთად წყალსაც ყიდის, რკინიგზამ ბიზნესკლასის გარდა სხვა ვაგონში წყლის დარიგება შეწყვიტა. რკინიგზის ინფორმაციით, აუქციონის წესით გამარჯვებულ კომპანიასთან უწყებას ერთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

საქართველოს რკინიგზაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თუ მატარებლის მგზავრს წყალი მოუნდა და ამის ყიდვის საშუალება არ ექნება, შეუძლია მიმართოს გამცილებელს, რომელიც წყალს დაალევინებს. თუმცა, ბოთლით წყალი წინასწარ არ დარიგდება.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ ბიზნესკლასის მგზავრებს ბოთლით წყლის დარიგება იმიტომ შეუნარჩუნეს, რომ ასეთი მგზავრების ბილეთი შედარებით ძვირია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი