წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰეიდენის განცხადებით, აშშ უკრაინის ხელისუფლების ძალადობის საპასუხოდ სანქციებს გამოიყენებს.
19-20 იანვარს, კიევის ცენტრში მომიტინგეებსა და სპეცნაზს შორის დაპირისპისპირების შემდეგ, დედაქალაქის მთავარ მოედანზე მოქალაქეები არ დაშლილან. მაიდანზე სპეცდანიშნულების დანაყოფებთან ერთად მოქალაქეებიც იმყოფებიან.
მასობრივი არეულობები კიევში კვირას, 19 იანვრის საღამოს განახლდა. მოქალაქეთა ნაწილმა ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი პროტესტის ამკრძალავი კანონის მიღება გააპროტესტა. შეტაკების დროს ორივე მხარის წარმომადგენლები დაშავდნენ. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, 70-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. საბოლოო ჯამში კი, უწყების ცნობით, 10 -მდე დემონსტრანტი არის დაკავებული.
ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლებმა გახადეს, რეზინის ტყვიები დაუშინეს და სცემეს.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე შეეჯახა პოლიციის კორდონს, რომელსაც იმ ქუჩის გზა ჰქონდა გადაკეტილი, სადაც პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობები მდებარეობს. BBC-ი წერს, ლაივსტრიმების მეშვეობით ჩანს, რომ აქტივისტებს ჰქონდათ მცდელობა, პოლიციის მიერ გზის გადასაკეტად გამოყენებული ავტობუსი გადაეყირავებინათ. ავტობუსს კი ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო აქტივისტების შეჩერებას ცდილობდა. BBC–ი წერს, რომ დაძაბულობამ მოიმატა და სიტუაცია ძალაინ გამწვავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა “პროვოკატორებსა და ექსტრემისტები” დაადანაშაულა კონფრონტაციაში და ხალხს მოუწოდა, არ მიბაძონ მათ მაგალითს.
მისივე თქმით, პოლიცია იღებდა არსებულ სიტუაციას და საქმე მასობრივი ამბოხის ორგანიზების ბრალდებით აღიძრა.
უკრაინაში აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის გამო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ამკრძალავი კანონის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.




