კვირას, 19 იანვარს გამართულ აქციას კიევში ათასობით მოქალაქე დაესწრო. აქციის მოანწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე შეეჯახა პოლიციის კორდონს, რომელსაც იმ ქუჩის გზა ჰქონდა გადაკეტილი, სადაც პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობები მდებარეობს. BBC-ი წერს, ლაივსტრიმების მეშვეობით ჩანს, რომ აქტივისტებს ჰქონდათ მცდელობა, პოლიციის მიერ გზის გადასაკეტად გამოყენებული ავტობუსი გადაეყირავებინათ. ავტობუსს კი ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო აქტივისტების შეჩერებას ცდილობდა. BBC–ი წერს, რომ დაძაბულობამ მოიმატა და სიტუაცია ძალაინ გამწვავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა “პროვოკატორებსა და ექსტრემისტები” დაადანაშაულა კონფრონტაციაში და ხალხს მოუწოდა, არ მიბაძონ მათ მაგალითს.
მისივე თქმით, პოლიცია იღებდა არსებულ სიტუაციას და საქმე მასობრივი ამბოხის ორგანიზების ბრალდებით აღიძრა.
უკრაინაში აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის გამო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების ამკრძალავი კანონის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.






