ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა “სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 იანვრის განკარგულებას, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 54 პირი, საიდანაც 2 არასრულწლოვანი და 3 ქალია.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.




