ახალი ამბები

სენატორი ინჰოფი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიუილი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

19 იანვარი, 2014 •
სენატორი ინჰოფი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიუილი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

“პირველ რიგში, ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთი მიერ განხორციელებულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიებზე. ასევე ჩვენ ვგმობთ რუსეთის იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა. საუბარია დამატებით ტერიტორიების ოკუპაციაზე. ყოველივე ეს კი საქართველოს სუვერენიტეტს უშლის ხელს. 5 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, ამ დროის განმავლობაში მომხდარი ფაქტები რუსეთის მხრიდან, მათ შორის ეკონომიკური ემბარგო და რუსი სამხედროების შემოჭრა საფრთხეს უქმნის საქართველოს და ქართველების თავისუფალ არჩევანს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას და მადლობლები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ავღანეთის მისიაში. დაბოლოს, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიუილი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაატარა ორი დემოკრატიული არჩევნები. მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს საქართველოსთან მოლაპარაკებებში იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ჩვენ არსად გვყავს უკეთესი მეგობარი მსოფლიოში, ვიდრე საქართველოა”– განაცხადა მან. 

 

აშშ–ის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 

 

 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი