ახალი ამბები

ქუცნაშვილი GPB–ის ბორდზე: საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბებულია ერთიან პოზიციაზე

18 იანვარი, 2014 •
ქუცნაშვილი GPB–ის ბორდზე:  საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბებულია ერთიან პოზიციაზე

“საუბარი იყო საპარლამენტო ცხოვრებაზე, თვითმმართველობის კოდექსზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე, განსახილველი გვყავს კანიდატები, მომავალ კვირას ჩვენ გვექნება სესიები და კანდიდატებთან დაკავშირებით უკვე პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი წერილით მიმართავს პრეზიდენტს, მოწვეული იქნება პარლამენტის რიგგარეშე სესია და ამ სესიის დღის წესრიგით განვსაზღვრავთ, რა საკითხებზე ვიმსჯელებთ”– განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით უმრავლესობას ერთ პოზიციაზეა ჩამოყალიბებული: 

 

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით უმრავლესობა პარლამენტის წევრების სახით ჩამოყალიბებულია ერთიან პოზიციაზე და თქვენ ნახავთ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგებს კენჭისყრის სახით. ასევე ჩამოყალიბებული ვართ თვითმმართველობის კოდექსზე, რომ ეს ძალიან კარგი და თამამი რეფორმა კიდევ უნდა განვითარდეს და ეს მხოლოდ დასაწყისია და ერთიანად დასრულებული პროცესი, და ამისათვის ხვალ კიდევ იქნება სამუშაო შეხვედრები”. – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

 

დღევანდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი