თანამშრომელთა დათხოვის გადაწყვეტილება პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე მოხდა. ერთი თანამშრომელი ფსიქოტროპული მედიკამენტების ფარულად დაუფლებასა და პატიმრისთვის გადაცემის გამო დაითხოვეს, კიდევ ერთი თანამშრომელი მარიხუანას მოხმარების გამო გათავისუფლდა სისტემიდან, ხოლო მესამე თანამშრომელს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა:
“ფსიქოტროპული მედიკამენტების ფარულად დაუფლების ფაქტზე სისტემიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს.ყ. აღნიშნული პირი დროის სხვადასხვა პერიოდში სამედიცინო ნაწილიდან იპარავდა ფსიქოტროპული მედიკამენტის, „გაბაგირის“ აბებს და და სიგარეტისა და შოკოლადების სანაცვლოდ გადასცემდა მსჯავრდებულ კ.მ-ს. ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ზ.ბ. იმავე მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდა N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი კ.გ, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”.– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.




