ახალი ამბებიკომენტარი

მაია ცირამუა: სიმკაცრე ახალისებს კიდეც ნარკოტიკისადმი ლტოლვას

19 ივნისი, 2018 • 1934
მაია ცირამუა: სიმკაცრე ახალისებს კიდეც ნარკოტიკისადმი ლტოლვას

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისჯებოდნენ ციხით ნარკომომხმარებლები. ამ საქმეს შველის ჯანდაცვის კარგი სერვისები, პრევენცია და არა დასჯა, ციხე…

დამოკიდებულების ფენომენი ფსიქოლოგიური პრობლემაა, რისი აღმოფხვრაც დასჯას არ შეუძლია, პირიქით, სიმკაცრე ახალისებს კიდეც ნარკოტიკისადმი ლტოლვას. რაიმეზე დამოკიდებული ადამიანის კრიმინალიზაცია პრობლემაზე პრობლემის დამატებას ნიშნავს.

ციხე და დასჯა მთლიანად ცვლის ადამიანების ცხოვრებას, ბედისწერას.

სპეციფიკური პრევენციული პროგრამების ამოქმედებაა საჭირო სკოლებში მოზარდებთან, ნარკოტიკის მოხმარების რისკები რომ გააცნოს მათ. თუმცა, ეს ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან აკრძალული საკითხების მიმართ ამ ასაკში განსაკუთრებული ინტერესი უჩნდებათ. მოზარდებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ, რას მოაქვს ბედნიერების, თვითრეალიზაციის განცდა და რა ჯანსაღი გზები არსებობს ამისთვის.

ქუჩის ნარკოტესტირებები პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი ნიშანია, რაც შორს არის ადამიანის უფლებებისგან და იმის წარმოდგენისგან, რომ ამით რამის პრევენცია მოხდება საერთოდ“.

ქუჩის ნარკოტესტირებები პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი ნიშანია, რაც შორს არის ადამიანის უფლებებისგან და იმის წარმოდგენისგან, რომ ამით რამის პრევენცია მოხდება“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი