უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ოქმები შედგენილია შემდეგ საკითხებზე:
“1. პრეზიდენტობის კანდიდატის, ქართლოს ღარიბაშვილის მიერ 3-კვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით; 2. პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა მელიქიშვილის მიერ 3-კვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით; 3. პრეზიდენტობის კანდიდატის, ნესტან კირთაძის მიერ საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის წარმოუდგენლობა ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით; 4. პრეზიდენტობის კანდიდატის ნესტან კირთაძის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის გარეშე, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით; 5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით; 6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების დამალვა (32 318 ლარის ოდენობით) ითვალისწინებს მიღებული შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმას”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს გასული პერიოდისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას, “რადგანაც სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა და პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენების ხელშეშლა”.




