“დაწყებულია მონიტორიგნის პროცესი. შედეგებიც მაშინ იქნება, როცა დასრულდება. როდის დასრულდება, არ ვიცი,”- განუცხადა მინისტრმა ნეტგაზეთს დღეს, 17 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (DRI) 2013 წლის დეკემბერში სამწლიანი (2010-2013) ანაგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სახელწოდებით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზრდილების რეფორმებიდან გარიყვა და მათი უფლებების დაცვა საქართველოს რესპუბლიკაში” ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული ბავშვთა თავშესაფრებიც მოხვდა.
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებობს ობოლთა თავშესაფრების პარალელური სისტემა. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ხურავს ობოლთა თავშესაფრებს, ეკლესია განაგრძობს ახალი ობოლთა თავშესაფრების დაარსებასა და ფინანსირებას. რადგან ეს დაწესებულებები სრულიად არ რეგულირდება, ისინი წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა უფლებების
თვალსაზრისით. ამ დაწესებულებებში არსებული ბავშვთა რაოდენობა უცნობია,”- წერია ანგარიშში.
DRI-ის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბერში ჩაწერილი ინტერვიუს დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა უარი თქვა, DRI-სთვის მიეწოდებინა მონაცემები ბავშვების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან მათი მზრუნველობის ქვეშ.
იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახორციელებდეს, და ამის შესახებ თავად მინისტრსაც ჰქონდა ნათქვამი, მონიტორინგი სწორედ აღნიშნული საერთაშორისო ანგარიშის შემდეგ დაიწყო სამინისტრომ.