ახალი ამბები

ონოფრიშვილი: ლარის კურსი 1.7 და 1.8 ნიშნულის ფარგლებში იქნება

17 იანვარი, 2014 •
ონოფრიშვილი: ლარის კურსი 1.7 და 1.8 ნიშნულის ფარგლებში იქნება

ონოფრიშვილის განცხადებით, საბჭოთა ეკონომიკის დრო საქართველოში დასრულდა და კურსი კონტროლირებადი აღარ იქნება:

 

“ლარის კურის ვერსად ვერ გაიქცევა, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს პროცესი გააკონტროლოს. ამ პროცესს თვალს ადევნებს პარლამენტი, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. 2014 წელს ის ფაქტორები გამოირიცხება, რამაც ლარის კურსის ცვლილება გამოიწვია. ახალი წელი დასრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტები კი ბიუჯეტიდან თვეების მიხედვით დაფინანსდება”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლარის კურსის ვარდნის სამ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში განაპირობა იმან, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 2013 წელს წლის მეორე ნახევარში დაიწყო, ასევე, დეკემბერში საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ბაზარზე დოლარზე გაჩენილმა მოთხოვნამ:

“2013 წელს ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო წლის მეორე ნახევარში და ლარზე იყო დაწოლა, დეკემბერში კი საახალწლოდ მაღალი იყო ხარჯები და გაჩნდა დამატებითი მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე, რამაც ლარსა და დოლარს შორის დისპროპორცია გაზარდა”

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც დავით ონოფრიშვილი ამახვილებს ყრუადღებას, არის საქართველოდან 2013 წელს გასული დოლარის მასა. მისი თქმით, 2013 წელს საქართველოდან გავიდნენ ის ბიზნესკომპანიები, ვინც ჩათვალა, რომ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება უსაფრთხო არ იყო:

“ამან გააჩინა დოლარისა და ლარის მასას შორის გარკვეული დისპროპორცია და მოხდა კურსზე ზეწოლა. ხდებოდა ლარის კურსის ზრდა დოლართან მიმართებაში. ის, რომ კურსი იყოს ფიქსირებული, დღეს ამას არავინ არ ცდილობს, რადგან ეს პროცესი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაგრამ თუ მოხდა ინფლაციის ზრდა და შესაბამისად გაიზარდა ფასები, მაშინ პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერევა და მოხდება ინფლაციაზე ზეწოლა”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი