ახალი ამბები

შსს–ს განმარტება 5 “გატაცებულ” ავტომობილზე

17 იანვარი, 2014 •
შსს–ს განმარტება 5 “გატაცებულ” ავტომობილზე

“გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც შსს-ს არ გაუსაჯაროებია: 12 იანვარს მოიპარეს გლდანის ა მ/რ 52-ე კორპუსთან მდგარი, წიწამურის ქუჩის მცხოვრები, 1982 წ დაბადებული გოგა გოგის ძე რიჟამაძის ავტომანქანა აუდი ა-6. KPL 777;

9 იანვარს თემქის მე-3 მიკრო რაიონის მე-5 კვარტლის მე-15 კორპუსის მინდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს იმავე ეზოში მცხოვრები გიორგი გოჩას ძე მოდებაძის ავტომანქანა ფოლკსვაგენ გოლფ3. MOD 200;

3 იანვარს საჩხერის რაუონის სოფელ კორბოულში მცხოვრებმა, 1978 წელს დაბადებულმა ზურაბ ზაქარიას ძე კილაძემ განაცხადა, რომ ლიბანის ქუჩაზე ეზოდან მოპარეს ოპელ ომეგა: NTN 905;

2 იანვარს დიღმის მასივის მე_4 კვარტლის 24-ე კორპუსში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა გელა გურამის ძე კუპატაძემ განაცხადა, რომ ეზოდან მოპარეს მისი მართვის ქვეშ მყოფი შპს განათება 2011-ის ავტომანქნანა ოპელ ასტრა – wws 085;

პირველ იანვარს წყნეთიდან მოიპარეს რუსთაველის ქ. 5_ის ტერიტორიაზე მდგომი, 1970 წელს დაბადებული გოჩა გივის ძე უფლისაშვილის ავტომანქანა. ვაზ. 2108 – ÀDQ785″, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ნადირაშვილი ავრცელებს.

 

ნადირაშვილის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუკზე უპასუხა, რასაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

 

“მანქანის „გატაცებებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით გახარებული საზოგადოება მინდა დავამწუხრო: ავჭალაში ავტომანქანის გატაცება არ დადასტურდა. მანქანის მფლობელის განცხადების შემდეგ დადგინდა, რომ წინა ღამით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომანქანის მფლობელი ბოძს შეეჯახა და მანქანა იქვე მიატოვა, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ქურდობის დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდება.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებაში 1 იანვარს, 1970 წელს დაბადებული გოჩა უფლისაშვილის შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (სსსკ-ის 177-ე მუხლით) უფლისაშვილის კუთვნილი „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანის მოპარვის შესახებ. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1 იანვარს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფლობელმა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე თავად დატოვა, რაც აღარ ახსოვდა. სამართალდამცველებმა, „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 იანვარს იმავე ადგილზე იპოვეს, სადაც მფლობელმა დატოვა. აღნიშნულ ავტომანქანას ჩაუტარდა გარეგნული და შიდა დათვალიერება, რის შედეგადაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანას დაზიანებული ან მოპარული არაფერი ჰქონდა. დანაშაულის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

 

9 იანვარს თემქის დასახლებაში „გატაცებული“ მანქანა ნაპოვნია. აღოჩნდა, რომ მეგობარმა (რომელიც ნასვამი იყო) საკუთარი მეგობრის მანქანა მეგობრის დაუკითხავად წაიყვანა და იქვე, რამდენიმე მეტრში დატოვა. პოლიციას უკვე დაკავებული ყავს პირი, რომელმაც მანქანა წაიყვანა(პოლიციაში თავად გამოცხადდა მეგობართან ერთად“).

2 იანვარს დიღმის მასივში „გატაცებული“ მანქანა მეზობელი კორპუსის ეზოში იპოვნა პოლიციამ. მანქანიდან არაფერია წაღებული და არც მანქანაა დაზიანებული. გამოძიება მალევე შეწყდება, რადაგან აღნიშნული მანქანა მეზობელ ეზოში ოჯახის წევრმა დააყენა”, – აცხადებს გიორგობიანი.

 

9 იანვარს შსს–მ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის მაჩვენებელმა 2013 წელს წინა წელთან შედარებით 25,7%-ით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს. შსს–ს სტატისტიტა დეტალური არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემული არ არის, კონკრეტულად რომელი კატეგორიის დანაშაულმა იკლო და რომლის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა, შესაბამისად, ხსენებული სტატისტიის მიხედვით ვერ დგინდება, ფიქსირდებოდა თუ არა 2013 წელს მანქანის ქურდობის ფაქტები:

 

“თუ ამ ინფორნაციას არასდროს გაასაჯაროვებთ, ცხადია, თვის ბოლოს შეგიძლიათ ზარზეიმით აცნობოთ საზოგადოებას, რომ დანაშაულმა 100% -ით იკლო. ვეკითხები პრემიერ-მინისტრს: მერაბიშვილის მინისტრობის დროს, ბოლოს როდის ახსოვს, რომ მანქანა მოეპარათ?”, – ამბობს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი